EBRD-ის პრეზიდენტი: მზადად ვართ შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისათვის

EBRD-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან ოდილ ღენო-ბასოსთან, სალომე ზურაბიშვილმა ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა.

ევროპის რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის ახალმა პრეზიდენტმა საქართველოსთან შავი ზღვის მხრით თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.

ოდის ბასომ, შავი ზღვის როლის გაძლიერების კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა და ასევე აღნიშნა, რომ EBRD მზადაა მხარი დაუჭიროს საქართველოს მწვანე ენერგიისა და ენერგოეფექტურობის რეფორმების დანერგვაში.

რეკონსტრუქტციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, საქართველოს პრეზიდენტს პანდემიის დროს მათ მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საქართველოში მცირე ბიზნესების დახმარების მიმართულებით გაკეთდა.