სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია.
„ბიძად მეკუთვნის. ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ“, - აცხადებს ჯულაყიძე „ტვპირველთან“ საუბრისას. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ელისაშვილის კრიტიკას არ მოერიდება.
ნათია ჯულაყიძე საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანის აპარატის თანამშრომელი იყო. ის მიმართულებები მებარა, რაც სახალხო დამცველის აპარატში უნდა გადმოვიბარო“, - ამბობს ჯულაყიძე.
ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, 1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული.
„ძალიან მინიმალური [მაქვს შეწირული], თუ არ ვცდები რამდენიმე ათეული ლარი იყო... ზუსტად არ მახსოვს“, - ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე.
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. იოსელიანმა ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა.
გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.
საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. მანამდე ის ალეკო ელისაშვილთან ერთად, პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა.