ავსტრალიის უკრაინას დისტანციური იარაღის სისტემებს მიაწვდის.
ავსტრალიურმა მწარმოებელმა Electro Optic Systems-მა (EOS) გამოაცხადა, რომ დადო პირობითი კონტრაქტი უკრაინისთვის დისტანციური იარაღის სისტემების (RWS) მიწოდებაზე, რომლის ღირებულებაც 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. კერძოდ, EOS-ის ჯგუფმა უზრუნველყო კონტრაქტი SpetsTechnoExport-თან (STE), უკრაინის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საგარეო სავაჭრო საწარმოსთან, რათა უკრაინას ასამდე მძიმე RWS სისტემა, მათ შორის სათადარიგო და მასთან დაკავშირებული სერვისები 2023-2024 წლებში მიაწოდოს.
კერძოდ, RWS კომპანია EOS-ის მიერ დიდი ხნის წინ გამოცდილი პროდუქტია და ამჟამად გამოიყენება რამდენიმე სამხედრო სამსახურში ავსტრალიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. შექმნილია უფრო მეტი სიზუსტისა და საიმედოობისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა კონკურენტი სისტემა. RWS შეიძლება, ინტეგრირებული იყოს სხვადასხვა ტიპის მანქანასა და პლატფორმებზე.
„EOS ამაყობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და უკრაინელ ხალხს; უზრუნველყოფს ქვეყანას თავისი დისტანციური იარაღის სისტემის საშუალებებით. ეს ხელს შეუწყობს მის კრიტიკულ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საჭიროებებს“, - განაცხადა EOS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას შვერმა.