მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა

მექსიკამ კორონავირუსის წინააღმდეგ საგანგებო მოხმარებისთვის რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ V“ დაამტკიცა. ამის შესახენ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვაქცინის დამტკიცებასთან დაკავშირებით მექსიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ უგო ლოპეს-გატელმა სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

”მექსიკამ უკვე გააფორმა ხელშეკრულება Sputnik V ვაქცინის მისაღებად და ჩვენ ველოდებით 400,000 დოზას თებერვალში, 1 მილიონს მარტში, 6 მილიონს აპრილში, ხოლო დანარჩენს მაისში”, - თქვა მინისტრის მადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცოტა ხნით ადრე, ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელთა მიხედვით რუსული ვაქცინა სიმპტომური „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ 91,6 პროცენტით ეფექტიანია.