უკრაინელი გენერალი ბელორუსის საზღვარზე სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესახებ იუწყება

გაერთიანებული ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაეევმა უკრაინელები დაარწმუნა, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მზად არიან ადეკვატური რეაგირებისთვის. ამის შესახებ გენერალმა გაერთიანებული ძალების სარდლობის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა.

„ჩვენი დაზვერვა აკვირდება ბელორუსის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმებასთან დაკავშირებულ ვითარებას. ჩვენ გვაქვს სრული ინფორმაცია იარაღისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ჩვენი თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები ჩრდილოეთ ოპერატიულ ზონაში მუდმივ მზადყოფნაში არიან და ყოველთვის მზად არიან ადეკვატური რეაგირებისთვის“, - განაცხადა ნაიევმა.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, არმიის სარდლობამ შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება დაიწყო.