მიმდინარე წლის სასწავლო გეგმის მიხედვით, აზერბაიჯანის საჰაერო ძალების თვითმფრინავები სასწავლო ფრენებს აგრძელებენ, იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მისივე თანახმად, საჰაერო ეკიპაჟებმა, რომლებიც ახორციელებდნენ ღამის ფრენებს ბაზის აეროდრომებიდან, ტერიტორიის შეფასების, ფრენის მარშრუტების შესწავლისა და სხვა ეპიზოდების შესახებ სხვადასხვა დავალება შეასრულეს.
„საფრენოსნო ეკიპაჟების საბრძოლო მზადყოფნის შემდგომი ამაღლების მიზნით, ამოცანები წარმატებით შესრულდა “, - იტყობინება აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება.