საუდის არაბეთი, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ოც ქვეყანასთან მიმოსვლს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას, საუდის არაბეთის პრესის სააგენტოზე (SPA)დაყრდნობით, CNN-ი ავრცელებს.
ახალი რეგულაცია დღეიდან შედის ძალაში და იმოქმედებს იმ მგზავრებზე, რომლებიც ჩამოდიან შემდეგი ქვყნებიდან: არაბთა გაერთიანებული საემიროები, ეგვიპტე, ლიბანი და თურქეთი, ასევე აშშ, შვედეთი, ბრაზილია, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, შვეიცარია, არგენტინა, იტალია, ირლანდია, პორტუგალია, სამხრეთ აფრიკა, ინდოეთი , ინდონეზია, პაკისტანი და იაპონია.
შეზღუდვა არ იმოქმედებს დიპლომატებზე, საუდის არაბეთის მოქალაქეებზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებსა და მათ ოჯახებზე. იტყობინება SPA შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
შეზღუდვა ასევე შეეხება ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში შესვლამდე, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ჩამოთვლილი 20 ქვეყნიდან რომელიმეში.