ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია NATO არ არის დაინტერესებული უკრაინის ბრძოლის ველზე სიტუაციის „გაყინვით“. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
კითხვას, რამდენად სავარაუდოა, რომ კონფლიქტი გაიყინოს, სტოლტენბერგმა უპასუხა, რომ სიფრთხილით მოეკიდებოდა მსგავსი სცენარის ალბათობას. ის თვლის, რომ მოკავშირეების პასუხისმგებლობაა, დარწმუნდნენ, რომ ეს არ მოხდება, მაქსიმალურად გაზარდონ იმის ალბათობა, რომ საქმე იქამდე არ მივიდეს.
სტოლტენბერგის თქმით, ახლა მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ეს ომი გადაიზარდა ლოგისტიკის ბრძოლა, საბრძოლო მასალის, იარაღისა და მარაგის ფრონტის ხაზზე მიტანისთვის ბრძოლად.
მისივე თქმით, მოკავშირეები ბევრს მუშაობენ წარმოების გასაზრდელად, რათა უზრუნველყონ, რომ გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალში.
NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ტრაგედია იქნება, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს ასევე საშიშია მოკავშირეებისთვის. სტოლტენბერგმა მოუწოდა ყველა მოკავშირეს, მხარი დაუჭირონ უკრაინას, რადგან „ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებში შედის იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პუტინი ვერ იმარჯვებს უკრაინაში“.