დღეს, 3 თებერვალს, კვირინალების ბორცვზე (როგორც ამ ბორცვზე მდებარე პრეზიდენტის სასახლეს ეძახიან იტალიელები), პრეზიდენტმა მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა და ფაქტობრივად იტალია ჩააბარა.
იტალიაში კრიზისის ფონზე, სერჯო მატარელამ დეპუტატთა ქვედა პალატიდან რობერტ ფიკო მიიწვია და ახალი კოალიციის შექმნისთვის ნიადაგის მოსინჯვა დაავალა. ფიკომ რამდენიმე დღეში პრეზიდენტს შეატყობინა, რომ ვერ შეძლო დავალების შესრულება. მატარელამ მარიო დრაგი დაიბარა.
მარიო დრაგის, ანუ „სუპერ მარიოს“ ავტოგრაფი ევროს ყველა კუპიურაზეა. დრაგი მსოფლიოში ერთერთი წარმატებული ეკონომისტ-რეფორმატორია.
2002 წლიდან 2011 წლამდე იტალიის ბანკს ხელმძღვანელობდა. მანამდე, რამდენიმე წელიწადი სახელმწიფო ხაზინას. 2011 წლიდან 2019 წლის ოქტომბრამდე კი ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი იყო.
კვირინალებზე მინისტრთა კაბინეტის შერჩევა-დასახელება მიმდინარეობს. იტალიელები სკეპტიკურად უყურებენ დრაგის კანდიდატურას - ეს ბოლო წლებში რიგით მეორე ე.წ. ტექნიკური მთავრობაა. პირველმა, მარიო მონტემ იტალიელები "დასაჯა" და არნახული გადასახადები დაუწესა ბერლუსკონისგან გათამამებულ ხალხს, უბრალო პენსიონერებსაც კი.
მატარელამ იმედი გამოთქვა, რომ მარიო დრაგის მიერ ჩამოყალიბებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტის მხარდაჭერას მოიპოვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების გამართვა გახდება საჭირო.
ჯუზეპე კონტემ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიციური მთავრობიდან იტალიის ექს პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის პარტია გავიდა