ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

ნორვეგიამ პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი აამოქმედა. ეს სანქციები ეხმიანება ევროკავშირის სანქციების მეათე პაკეტს, რომელიც ევროკავშირმა 2023 წლის 25 თებერვალს მიიღო. იუწყება ნორვეგიის მთავრობა.

„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და მის მხარდამჭერებზე. სანქციები გავლენას ახდენს რუსეთის ეკონომიკაზე და ხელს უშლის საკვანძო წვლილის შეტანას რუსეთის ომის ინდუსტრიაში. ნორვეგია გაერთიანებულია დანარჩენ ევროპასთან და შეუერთდა ევროკავშირის სანქციების ყველა პაკეტს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სრულად ვუჭერთ მხარს მათ ბრძოლას თავისუფლებისთვის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა.

„სანქციები მოიცავს მათ შორის იმპორტის აკრძალვას და ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ზღვრულ ფასს, რაც ძლიერ ურტყამს რუსეთის ეკონომიკას. თებერვალში რუსეთის საგადასახადო შემოსავლები ნავთობისა და ნავთობის სექტორიდან 46%-ით შემცირდა ომამდელ მაჩვენებელთან შედარებით. სანქციები სულ უფრო ყოვლისმომცველი ხდება და წარმოადგენს ძლიერ და მკაფიო ევროპულ პასუხს უკრაინაში რუსეთის აგრესიულ ომზე. რუსეთთან კომერციული საქმიანობის შესაძლებლობები საგრძნობლად შემცირდა და მაღალი რისკის შემცველია“, - აღნიშნა ანიკენ ჰუიტფელდტმა.