ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5461 ლარი გახდა.
"კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5517 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7801 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7734 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0067 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.