Emirates-ის ავიახაზები განვითარებად ქვეყნებს ვაქცინის მიწოდებაში დახმარებას სთავაზობს

არაბთა გაერთიანებული საემიროები ავიახაზები ვაქცინის მიწოდებაში განვითარებად ქვეყნებს დაეხმარება.

ავიახაზები ადგილობრივ ლოჯისტიკურ კომპანიასთან და ჰუმანიტარული დახმარების მიმწოდებელ კომპანიებთან გაერთიანდა და დუბაიში ვაქცინის დისტრიბუციის ჰაბის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

Emirate Airline-ს საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა წამლის მიწოდებაში და სათანადო ინფრასტრუქტურა აქვს სპეციალური პირობების შესაქმნელად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გადასატანად.

დუბაი აქტიურად ცდილობს, ვაქცინის მიწოდების პროცესში ჩართვას. ავიაკომპანიამ ეს ინიციატივა კვირა დღეს გააცნო საზოგადოებას. მათი მიზანია, დაჩქარდეს კორონავირუსის ვაქცინების განაწილება მსოფლიოში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში.

ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, რომ მსოფლიოს ღარიბი ქვეყნები იჩაგრებოდნენ ვაქცინების მიწოდების კუთხით.