სომხეთში ნიკოლ ფაშინიანის გადაგომას ითხოვენ

სომხეთში ნიკოლ ფაშიანიანის გადადგომას ითხოვენ, აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

ჰაიკ მამაჯანიანი, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელის თქმით," ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ფრონტზე მუშაობას, ჩვენ მცირედ წარმატებებსაც მივაღწიეთ, თუმცა ყველაზე მთავარი საკითხი- ნიკოლ ფაშინიანის გადადგომა, კვლავ აქტუალურია".

მამიჯანიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიას გეგმა აქვს, რომლის მიხედვითაც დღეს იმოქმედებენ, მისი თქმით რამდენიმე "სიურპრიზია მოსალოდნელი".

დემონსტრანტები ფაშინიანის გადაყენებას ითხოვენ და მას აქციაზე "მოღალატედ" მოიხსენიებდნენ.

დაკავებულებს შორის ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელიცაა.