ერდოღანი გაეროს უშიშროების საბჭოს დაუყოვნებლივ რეფორმირებას მოითხოვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაეროს უშიშროების საბჭოს სასწრაფო „ინკლუზიურ და ყოვლისმომცველი“ რეფორმირების აუცილებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან ანკარაში უცხოელ ელჩებთან და დიპლომატებთან შეხვედრისას განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ თანამედროვე მსოფლიო წესრიგი, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს დიდი გავლენა, ქმედუუნაროა. ამიტომ მან გაეროს უშიშროების საბჭოს ყოვლისმომცველი რეფორმისკენ მოუწოდა.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის კონტექსტში, ერდოღანმა სამართლიანი მშვიდობის" დამყარების იმედი გამოთქვა.