უკრაინელებისთვის წვრთნა ამერიკულ M1A1 Abrams ტანკებზე ჯერ არ დაწყებულა, მაგრამ „შედარებით მალე" დაიწყება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მაღალჩინოსანმა განუცხადა. შესაბამის ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ჩვენ ჯერ კიდევ ვმუშაობთ აღჭურვილობის შესყიდვაზე, ასე რომ, ჯერ არ დაგვიწყია სწავლება, მაგრამ მოველი, რომ ეს შედარებით მალე მოხდება“, - განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა
მთლიანობაში, შეერთებულმა შტატებმა 7000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
როგორც ცნობილია, აშშ უკრაინაში 31 M1A1 ტიპის ტანკის გაგზავნას გეგმავს