Razumkov ცენტრის სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, ყველა რეგიონში უკრაინელების 94% უარყოფითად არის განწყობილი რუსეთის ფედერაციის მიმართ. უარყოფით დამოკიდებულება ცენტრალური უკრაინის მცხოვრებლების 97%-მა და აღმოსავლეთ უკრაინის მაცხოვრებლების 90%-მა გამოთქვეს.
მსგავსი დამოკიდებულება აქვს გამოკითხულთა 95,5%, რომლებიც უკრაინულ ენას იყენებენ, როგორც ძირითად ენას და 88%-ს, ვინც ძირითადად რუსულ ენაზე საუბრობს.
ბელორუსი მეორე ყველაზე არასასურველი ქვეყანაა, მათა მიმართ უკრაინელების 81% უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს.
შემდეგ მოდის ირანი - 73,5%, ჩინეთი - 60%, უნგრეთი - 46,5%.
რესპონდენტებმა ყველაზე ხშირად პოზიტიური დამოკიდებულება გამოხატეს პოლონეთის მიმართ - 94%, დიდი ბრიტანეთი - 91%, ლიეტუვა - 91%, ესტონეთი - 90%, ლატვია - 90%, კანადა - 90%.
კვლევა 2023 წლის თებერვლიდან მარტამდე ჩატარდა უკრაინის ყველა რეგიონში, გარდა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა.