კახეთში არასრულწლოვნების გაუპატიურების კიდევ ორი ფაქტი დაფიქსირდა. ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება 14 წლის გოგონას, რომელზეც ადგილობრივების თქმით, სექსუალურად, სავარაუდოდ, მამამ იძალადა, ფაქტის შესახებ კი სამართალდამცავებს სკოლის ადმინისტრაციამ აცნობა.
ცნობილი გახდა კახეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის კიდევ ერთი ფაქტი. ამ შემთხვევაში საუბარია მამინაცვლის მხრიდან 12 წლის მოზარდის, სავარაუდო გაუპატიურებაზე.
ორივე ფაქტზე სავარაუდო დამნაშავეები დაკავებული არიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში გამოძიება გაუპატიურების მუხლით დაიწყო.
მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.