აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილმა, რობერტ კენედი უმცროსმა, ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს.
კენედი გახდა მეორე დემოკრატი, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერთო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ.
„რესპუბლიკელ“ კანდიდატებს შორის არიან ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, გაეროს ყოფილი ელჩი ნიკი ჰეილი, არკანზასის ყოფილი გუბერნატორი ასა ჰაჩინსონი და მილიონერი მეწარმე ვივეკ რამასვამი.
რობერტ კენედი უმცროსი აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმისშვილი და სენატორ რობერტ კენედის შვილია. ორივე მათგანი 1960-იან წლებში მოკლეს.