რუსი ოლიგარქი იგორ შკურკო გარდაცვლილი იპოვეს - The Sun

რუსეთში ენერგეტიკის ბოსი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული The Sun-ი ავრცელებს.

The Sun-ი წერს, რომ 49 წლის იგორ შკურკო იყო რუსული კომპანიის Yakutskenergo-ის დირექტორის მოადგილე.

კომპანია იაკუტსკში, აღმოსავლეთ ციმბირშია დაფუძნებული. გავრცელებული ცნობებით, შკურკო 30 მარტს დააკავეს 6 000 დოლარზე მეტი ოდენობის თანხის ქრთამის სახით აღების ბრალდებით.

მედია გარდაცვალების მიზეზებზე ცნობებს არ ავრცელებს.