ელჩი დეგნანი ოთხი მოსამართლის დასანქცირებაზე: გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციაში

ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის თქმით, შტატები სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს.

„სანქციები რაც გამოცხადდა, არის მათ წინააღმდეგ, ვინც ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში და ხელს უშლიან დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მშენებლობას.

მათ ეკრძალებათ ამერიკაში შესვლა და ეს მოითხოვება ამერიკის კანონმდებლობის მიერ, როდესაც ჩვენ გვაქვს საკმარისი მტკიცებულება, რომ ეს ადამიანები ჩართულნი არიან კორუფციულ საქმიანობაში, ეს იყო გადამწყვეტი და სწორედ ამიტომ, ეს სანქციები გამოცხადდა გუშინ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა „მთავარ არხთან“.