„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ“, - განუცხადა დღეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჩინელ კოლეგას, სი ძინპინს პეკინში გამართულ შეხვედრაზე.
მაკრონის თქმით, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, დარტყმა მიაყენა სტაბილურობას. ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პეკინს შეუძლია, დიდი როლი ითამაშოს კონფლიქტში მშვიდობისკენ მიმავალი გზის გამონახვაში. საფრანგეთის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად ჩინეთში გუშინ ჩავიდა.
„ვიცი, შემიძლია თქვენი იმედი მქონდეს, რომ რუსეთს გონივრულობისკენ დააბრუნებთ და ყველა მოლაპარაკების მაგიდას დაუბრუნდება“, - აღნიშნა საფრანგეთის ლიდერმა.