უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 5 აპრილს ვარშავაში, ციხე-სიმაგრის მოედანზე სიტყვით გამოვიდა პოლონელებისა და უკრაინელების წინაშე.
- რუსეთი ვერ გაიმარჯვებს ევროპაში, როცა უკრაინელი და პოლონელი ერთად დგანან
ზელენსკის პოლონეთში ვიზიტის დროს, პოლონეთის მთავრობამ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. ზელენსკის თქმით, ახალ პაკეტში შედის პოლონური Rosomak-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, (Rak) თვითმავალი ნაღმტყორცნები და საჰაერო თავდაცვის სისტემები, მათ შორის Piorun-ი.
„როდესაც ბრძოლას არტილერია სჭირდება, ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც გამარჯვება მოითხოვს ტანკებს, მათი ხმა ფრონტზე უნდა ისმოდეს. როცა დამოუკიდებლობას ჰაერი სჭირდება, ყურადღება არ უნდა მიაქციოთ, როგორ რეაგირებს რუსეთი ჩვენს თვითმფრინავებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.