აზერბაიჯანმა ირანის საელჩოს 4 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სეიედ აბას მუსავი დაიბარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.

შეხვედრისას ირანის ელჩს ძლიერი უკმაყოფილება გამოეცხადა აზერბაიჯანთან მიმართებით მისი ქვეყნის ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების გამო.

ირანის ელჩისთვის ცნობილი გახდა, რომ ირანის საელჩოს ოთხი თანამშრომელი აზერბაიჯანის მთავრობამ გამოაცხადა პერსონ ნონ გრატად, რის მიზეზადაც დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი საქმიანობა და დიპლომატიური ურთიერთობების 1961 წლის ვენის კონვენციასთან წინააღმდეგობა სახელდება. ბაქომ მათ მოსთხოვა მოითხოვა აზერბაიჯანის ტერიტორიის 48 საათის განმავლობაში დატოვება.

Report.az-ის ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის, კონკრეტულად რას ეხება ირანელი დიპლომატების „პროვოკაციული ქმედებები“.