იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა - CNN

იაპონური სამხედრო ვერტმფრენი, რომელშიც 10 ადამიანი იმყოფებოდა, ზღვაში ჩავარდა, - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ვერტმფრენი, რომელიც ადგილობრივ ტერიტორიას იკვლევდა, ხუთშაბათს 15:56 საათზე დაიკარგა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საფრენი აპარატი რადარის ეკრანებიდან გაუჩინარდა სამხრეთ იაპონიის პრეფექტურაში, ოკინავას კუნძულ მიაკოს სანაპიროზე.