ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ

ამერიკული საჰაერო კოსმოსური და თავდაცვის კონგლომერატის, Raytheon-ის დირექტორი და მისი მეუღლე ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ.

ერთძრავიანი თვითმფრინავი ფლორიდაში, ვენეციის სანაპიროსთან ჩამოვარდა.

დაღუპულთა შორისაა ოთხი ადამიანი.

კორპორაცია, Boeing-თან და Lockheed Martin-თან ერთად, აშშ-ის სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის უმსხვილეს კონტრაქტორებს შორის შედის.

სხვადასხვა დროს კომპანიის შემოსავლის 90%-ზე მეტი თავდაცვის შეკვეთებზე მოდიოდა. ის არის პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის შემქმნელი, Tomahawk-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის, Stinger MANPADS და მრავალი სხვა ტიპის იარაღის მწარმოებელი.