საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა კუჭავას ცნობით, ფრაქცია "ქართული ოცნება" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას იწყებს.
კუჭავას განცხადებით, საგამოძიებო კომისია ყველა დაინტერესებული პირის, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების, პოლიტიკური პარტიების ჩართულობით იმუშავებს.
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ კომისიის საქმიანობაში მონაწილეობა მიიღონ.
"დავაინიცირეთ კონკრეტული პროექტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება კონკრეტული კომისია და კეთილი ინებონ, მოვიდნენ, მიიღონ ამ კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, თავადვე გამოიძიონ.
მაქსიმუმ 20-დღიანი, მინიმუმ 14-დღიანი ვადა არის იმისთვის, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ამ კომისიაში მუშაობისთვის მაინც, რასაც ისინი ეუბნებიან საზოგადოებას, თუ ოდნავ მაინც ჯერათ, შემოვიდნენ, თავად გამოიძიონ, თავად დადონ მტკიცებულებები და შემდეგ რიგგარეშე არჩევნებსაც კი ჩავატარებთ, ეს მოცემულობაა და როდესაც ამაზე უარს ამბობენ, ეს აპრიორი ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.