ისრაელმა ღაზის სექტორში საპასუხო ავიაიერიშები განახორციელა მას შემდეგ, რაც ღაზიდან და ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. მანამდე, ისრაელმა პალესტინის შეიარაღებული დაჯგუფება ჰამასი სამხრეთ ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტის გასროლაში დაადანაშაულა.
ისრაელმა განაცხადა, რომ მისმა ავიაგამანადგურებლებმა სხვადასხვა სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის ჰამასის გვირაბებსა და იარაღის წარმოების ობიექტებს.