საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს პირისპირ შეხვედრას, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველოს დელეგაციისშემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან.