თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა უკრაინაში არსებული ვითარება განიხილეს, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, იუწყება თურქული მედია.
„ჩვენ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მოველით ომის დასრულებას მოლაპარაკებების პროცესის გზით საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, ანკარამ არ დაიშუროს ძალისხმევა კონფლიქტის მოგვარებისთვის", - განაცხადა ჩავუშოღლუმ.