გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული ბომბდამშენი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში რუსული ბომბდამშენი „სუ-25“ ჩამოაგდეს. შესაბამის ვიდეოს უკრაინის შეიარაღებული ძალების სადესანტო-მოიერიშე ძალების ხელმძღვანელობა აქვეყნებს.

 ვიდეოს მიხედვით, პილოტს სავარაუდოდ, კატაპულტირება შეეძლო.

„სუ-25“-ის ტიპის ბომბდამშენი ძირითადად ბრძოლის ველზე სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად, ხმელეთზე მდებარე ობიექტების გასანადგურებლად და დაბალი სიჩქარით მოძრავი საჰაერო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენება.