უკრაინა ელექტროენერგიის ექსპორტს განაახლებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშჩენკომ 7 აპრილს მოაწერა ხელი შესაბამის დოკუმენტს.
უკრაინას ელექტროენერგიის ექსპორტის შეწყვეტა ექვსი თვის განმავლობაში რუსეთის მასობრივი სარაკეტო დარტყმის შემდეგ მოუწია.
ელექტროენერგიის ექსპორტი მოიზიდავს დამატებით ფინანსურ რესურსებს მასობრივი სარაკეტო დარტყმის შედეგად განადგურებული და დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად, - განაცხადა ჰალუშჩენკომ.