გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა რუსთაველზე გვირგვინით შეამკო 9 აპრილის მემორიალი და პატივი მიაგო ყველას, ვინც თავისუფლებისადმი სწრაფვითა და სიმამაცით ქვეყანას დამოუკიდებლობისაკენ მიმავალი გზა გაუკვალა. შესაბამის ინფორმაციას გერმანიის საელჩო ავრცელებს.
- დღეს ვიხსენებთ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლიან დარბევას.