COVAX-მა ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა.
წინასწარი პროგნოზით, COVAX-პლატფორმის საშუალებით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს.
პლატფორმა 2021 წლის პირველ ნახევარში კოვიდვაქცინის 240 მილიონი დოზის გავრცელებას გეგმავს. ამის შესახებ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის გენერალურმა დირექტორმა სეტ ბარკლიმ განაცხადა.
COVAX-ის პროგრამა მიზნად ისახავს დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში ვაქცინაციის შეტანის ხელშეწყობას.
პროექტი მსოფლიოს 90-ზე მეტი ქვეყნისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 2 მილიარდამდე დოზის მიწოდებას ითვალისწინებს.