გერმანია COVAX პლატფორმის ფარგლებში ვაქცინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილებას მიესალმება.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თებერვალში 18 საპილოტე ქვეყანა მიიღებს ვაქცინას, მათ შორის გერმანიის უშუალო სამეზობლოს ქვეყნები საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა.
გერმანია COVAX პლატფორმის შექმნის დღიდან მას მხარს უჭერს და ევროკავშირთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დონორია.
ცნობისთვის, COVAX-მა ვაქცინების განაწილების პროგნოზი გამოაქვეყნა.
წინასწარი პროგნოზით, საქართველო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 214 ათას დოზას მიიღებს