კიშინიოვი დაინტერესებულია აზერბაიჯანელი ინვესტორების მოზიდვით და გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციით ბაქოს დახმარებით, - აცხადებს მოლდოვის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკუ პოპესკუ. ამასთან დაკავშირებით მან მოლაპარაკებებიც გამართა. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ ქსელში განათავსა.
პოპესკუ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ხალაფ ხალაფოვს ბაქოში შეხვდა.
„მე ხაზი გავუსვი მოლდოვის ინტერესს, რაც შეიძლება მეტი აზერბაიჯანელი ინვესტორი მოიზიდოს რესპუბლიკაში ერთობლივი პროექტების განსახორციელებლად. ჩვენი ქვეყანა დაინტერესებულია ბუნებრივი გაზის მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციაში", - განაცხადა პოპესკუმ.
მოლდოვის ვიცე-პრემიერმა ასევე გამოაცხადა კიშინიოვის ღიაობა ბაქოსთან თანამშრომლობის განვითარებისთვის ენერგეტიკის, ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის სფეროებში.