მოლდოვა სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს

12 თებერვლიდან შიდა სარკინიგზო მიმოსვლას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია „მოლდოვას რკინიგზა“ ქვეყნის შიგნით მატარებლების გადაადგილებას შეაჩერებს.

მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ქვეყნის პარლამენტში გამართულ სხდომაზე განაცხადა, რომელიც რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე მსჯელობას დაეთმო.

„მოლდოვას რკინიგზაში“ აცხადებენ, რომ მათ მფლობელობაში არსებული მატარებლები მოძველდა და მგზავრების გადაადგილებას საფრთხე ექმნება. მათივე თქმით, კომპანია სახელმწიფოსგან სუბსიდიებს აღარ იღებს, ხოლო პანდემიის გამო რკინიგზას მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მიადგა.

როგორც ცნობილია, საერთაშორისო გადაზიდვები მოლდოვაში შარშან გაზაფხულზე შეწყდა.