ლვოვის წმინდა პანტელეიმონის საავადმყოფოს ეზოში დადგეს 12 წლის ბიჭის სკულპტურა, რომელიც გადმოსცემს რწმენისა და უკეთესი მომავლის სიმბოლოდ ქცეული ტიმოფეის ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ უყურებს საოპერაციო დარბაზს 12 წლის ბიჭი მამის ოპერაციის დროს და სჯერა სასწაულის.
ეს არის 12 წლის ტიმოფეი ჩერნიშოვის ძეგლი, რომლის მამამ რამდენიმე თვის წინ, ხსენებულ კლინიკაში ფილტვის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა.
„ჩვენი გუნდი ორ თვეზე მეტ ხანს მუშაობდა ამ კომპოზიციის შესაქმნელად. ტიმოფეის ბევრი ველაპარაკეთ, რათა გადმოგვეტანა ის ემოციები, რაც განიცადა. ჩვენთვის ეს ძალიან განსაკუთრებული პროექტია: ბავშვი უყურებს საოპერაციო დარბაზს და ყველა, ვინც აქ გადის, შთაგონებულია მისი რწმენითა და იმედით“, - თქვა ლვოვის ეროვნული სამხატვრო აკადემიის მონუმენტური და დეკორატიული ქანდაკების განყოფილების დოცენტმა, ალექსანდრე ჰონჩარუკმა.
ძეგლის გახსნაზე ტიმოფი ჩერნიშოვი მამასთან ერთად მივიდა, რომელიც მას მარტო ზრდის.
სანამ მამა საოპერაციოში იყო, ბავშვი, იმედითა და რწმენით იდგა საოპერაციო ოთახის კარის ქვეშ, დერეფანში.
უკრაინის ისტორიაში მეორე ასეთი ოპერაცია მშობიარობის შემდგომი დონორისგან ჩატარდა. დონორის ორგანო მიიღო მარტოხელა მამამ, რომელსაც ფილტვები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის დროს დაუზიანდა. პირველად უკრაინელმა ექიმებმა ოპერაცია უცხოელი კოლეგების დახმარების გარეშე ჩაატარეს.