ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან

„ყველა ინსტიტუტთან თუ უმაღლესი თანამდებობის პირთან მაქვს კონსტიტუციის ფარგლებში ურთიერთობაც, საუბარიც, კომინიკაციაც“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტთან კომუნიკაციაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩემთან კომუნიკაციის პრობლემა არავის აქვს. ჩვენ გვაქვს შესანიშნავი კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. ჩემს ადმინისტრაციას აქვს ყოველდღიური თუ არა, ძალიან ხშირი კომუნიკაცია და ყველა საკითხზე, რომელიც ეხება ამ ორი დამოუკიდებელი შტოს კომუნიკაციას, არის კონსტიტუციის ფარგლებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

24 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს.