საქართველში მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას

"8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობას", - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ შეზღუდვების შემსუბუქება, რომელიც ჩვენ დაგეგმილი გვქონდა, ცოტა უფრო სწრაფად განვახორციელოთ.

მსჯელობის შედეგად, ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან., საქართველოში, სრული მასშტაბით, ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი. რაც ნიშნავს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი ამოქმედდება თბილისშიც, რუსთავშიც და ქუთაისშიც.ამოქმედდება მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსები", - განაცხადა გახარია.

როგორც ცნობილია, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.

ცნობისთვის, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა ჯერჯერობით არ განახლდება.