"15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში", - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე, კერძო და საჯარო ბაღები მუშაობას არ განაახლებენ.