- NATO გერმანიაში, ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში ფართომასშტაბიან საჰაერო წვრთნებს გამართავს
ზაფხულის განმავლობაში ალიანსი გამართავს მრავალეროვნულ წვრთნებს, რომელიც ფოკუსირებული იქნება საველე სწავლებაზე ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე. სწავლება 12-23 ივნისს, ძირითადად, გერმანიაში გაიმართება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
აშშ-ის ეროვნული გვარდიის ცნობით, აქტივობები ასევე იქნება ჩეხეთში, ესტონეთსა და ლატვიაში.
წვრთნებში 23 სხვადასხვა ტიპის დაახლოებით 220 თვითმფრინავი იქნება ჩართული. ეს იქნება ყველაზე დიდი საჰაერო ძალების განლაგების წვრთნები მას შემდეგ, რაც NATO დაარსდა 1949 წელს.
გერმანიისა და შეერთებული შტატების გარდა, წვრთნებში მონაწილეობას მიიღებს 22 მოკავშირე ქვეყანა. გერმანიის საჰაერო ძალების სარდალმა გენერალ-ლეიტენანტმა ინგო გერჰარცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ წვრთნების მიზანია „მოკავშირეთა მტკიცე საჰაერო ძალების ჩვენება“.
ასევე წაიკითხეთ: