ახლა დრო გადამწყვეტია უკრაინისთვის - რეზნიკოვი

რუსეთის „მცოცავი“ შეტევა სულ უფრო და უფრო რთულდება, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ხელში ჩაგდების გეგმები განწირულია დამარცხებისთვის, კოლოსალური დანაკარგები კი ამცირებს რუსული არმიის პოტენციალს. ამავდროულად, უკრაინას აქვს შესაძლებლობა, მოემზადოს კონტრშეტევისთვის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა ლიეტუვის საინფორმაციო სააგენტო ELTA-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსები ნახევარ წელზე მეტია, იქ [ბახმუტის მახლობლად] „მცოცავი“ თავდასხმის ტაქტიკას იყენებენ და უზარმაზარ ზარალს განიცდიან. ეს ნიშნავს, რომ ეს დანაკარგები რომ არა, მათ შეეძლოთ, გამოეყენებინათ მთელი პოტენციალი ჩვენ წინააღმდეგ. ახლა კი მათ ყოველდღიურად ვაყენებთ უზარმაზარ ზარალს... კრემლის ოცნებები და გეგმები, მიაღწიოს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებს რაც შეიძლება მალე, იშლება“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რუსები ვერ ახერხებენ წარმატების მიღწევას არაერთხელ გამოცხადებული თარიღებისას, ნიშნავს, რომ კარგავენ არამხოლოდ ადამიანურ ძალას, არამედ, აღჭურვილობას და საბრძოლო მასალას".

რეზნიკოვმა თქვა, რომ ახლა დრო გადამწყვეტია უკრაინისთვის, რადგან ის ემზადება კონტრშეტევისთვის.