ღია და დახურული ბაზრობები 8 თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მთავრობამ ღია და დახურული ბაზრობების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.
„8 თებერვლიდან ღია და დახურული ბაზრობები სრულად ამოქმედდება“, - განაცხადა გახარიამ.
როგორც ცნობილია, შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას.