საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ელიზაბეტ ბორნის ოფიციალური ვიზიტი კანადაში გადაიდო, იუწყება ფრანგული მედია.
Le Figaro-ს ცნობით, ბორნიკვებეკში 19 აპრილს უნდა გამგზავრებულიყო.
ასევე იგეგმებოდა ვიზიტი ოტავაში, სადაც ბორნი თავის კოლეგას, ჯასტინ ტრუდოს უნდა შეხვედროდა.
მთავრობის ხელმძღვანელმა საფრანგეთის ტერიტორიაზე დარჩენა ამჯობინა, საპენსიო რეფორმის ძლიერი წინააღმდეგობის ფონზე. საკონსტიტუციო საბჭომ ამ თემაზე დასკვნები პარასკევს უნდა გამოაქვეყნოს, მოსალოდნელია გადამწყვეტი სხდომა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლება ელოდება.
როგორც ცნობილია, საპენსიო რეფორმას საფრანგეთში პროტესტი მოჰყვა.