მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ქემოკლიძე ღირსეული საჯარო მოხელეა და ქვეყნის მსახურებაში დიდი გამოცდილება აქვს.
„მინდა წარმოგიდგინოთ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, კახა ქემოკლიძე, ის წლებია, ჩვენს გუნდში მუშაობს და არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე, რომელიც წლების განმავლობაში თავის ქვეყანასა და გუნდს ემსახურება. მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი იყო. ის მონაწილეობდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიცაა ჟენევის მოლაპრაკებები, IPRM-ის შეხვედრები და მას აქვს საკმარისი ცოდნა იმისთვის, რომ გაუძღვეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტურ მუშაობას“, - განაცხადა გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.