გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აპრილს და 13 აპრილის დღის პირველ ნახევრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.