მოსახლეობა მალე შეძლებს თურქეთის „ლურჯი საწვავის“ გამოყენებას, განაცხადა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა. მისივე თქმით, ერთ კვირაში მოქალაქეებისთვის „სასიხარულო ამბები“ გახდება ცნობილი.
„გაზის ფასი ეკონომიური იქნება. ბუნებრივი აირის ახალი საბადოების მოძიება გრძელდება“, - აცხადებს დონმეზი.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ბუნებრივი აირის მეტი საბადოების აღმოჩენა მოხდება: „მუშაობა გრძელდება როგორც შავ ზღვაში, ასევე ხმელთაშუა ზღვაში. დავიწყეთ სამძებრო სამუშაო ახალ ზონებშიც“, - განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრნმა.