რუსეთი ირანისთვის საწვავის სარკინიგზო გზით მიწოდებას იწყებს - Reuters

რუსეთმა ირანში საწვავის ექსპორტი სარკინიგზო გზით წელს პირველად დაიწყო მას შემდეგ, რაც ტრადიციულმა მყიდველებმა მოსკოვთან ვაჭრობას თავი აარიდეს, ამის შესახებ Reuters-ი წერს.
რუსეთი და ირანი, ორივე დასავლეთის სანქციების ქვეშ არიან და ამყარებენ მჭიდრო კავშირებს თავიანთი ეკონომიკების მხარდასაჭერად. 

„გასულ შემოდგომაზე, რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა გამოაცხადა ნავთობპროდუქტების მიწოდების დაწყების შესახებ, მაგრამ რეალური გადაზიდვები მხოლოდ წელს დაიწყო“, - აცხადებენ Reuters-ის წყაროები.

თებერვალსა და მარტში რუსეთმა 30 000 ტონამდე ბენზინი და დიზელი მიაწოდა ირანს, განუცხადა Reuters-ს ორმა წყარომ.

ტვირთი მიწოდებული იყო რკინიგზით რუსეთიდან, ყაზახეთისა და თურქმენეთის გავლით. ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ ირანიდან ბენზინის გარკვეული ტვირთი მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ერაყში, სატვირთო მანქანებით გაიგზავნა.