აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა

აზერბაიჯანისა და სომხეთის თავდაცვის უწყებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ სამხედროებს შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა. არია დაჭრილები და დაღუპულები.

„11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, - წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

მისივე თანახმად, „აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს. მათ ასევე აღნიშნეს, რომ სომხეთის პროვოკაციის შედეგად აზერბაიჯანელთა რიგებში არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ“.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ „აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ ტეღის დასახლების მიმართულებით“.

მათი თქმით, სომეხმა სამხედროებმა სამხედრო საპასუხო ზომები მიიღეს. ასევე აღნიშნეს, რომ სომეხ სამხედროთა შორის არიან დაჭრილები და გარდაცვლილები, მაგრამ რაოდენობას არ სომხური მხარე აკონკრეტებს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომ ადგილობრივი დროით 19:55 საათისთვის ფრონტის ხაზზე ვითარება შედარებით სტაბილურია.