კანადა უკრაინას ათიათასობით მცირე ზომის იარაღს და რამდენიმე მილიონ ვაზნას გაუგზავნის. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ სამშაბათს, 11 აპრილს, ტორონტოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, კანადის შეიარაღებული ძალების საწყობებიდან უკრაინაში გაიგზავნება 21 000 თავდასხმის თოფი, 38 ტყვიამფრქვევი და 2,4 მილიონზე მეტი ტყვია.
გარდა ამისა, კანადამ გამოაცხადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ, სანქციების სიაშია 14 ფიზიკური და 34 იურიდიული პირი. კანადა ასევე აწესებს სანქციებს ბელორუსის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული ცხრა სუბიექტის მიმართ.
უკრაინის პრემიერი დენის შმგალი 11 აპრილს კანადაში ერთდღიანი ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა მოლაპარაკებები ტრუდოსთან, ეროვნული თავდაცვის მინისტრ ანიტა ანანდთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მელანი ჯოლისთან და ფინანსთა მინისტრ კრისტია ფრილენდთან.